გორდულაძე – ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ერთი გახარიას “თვალთხარიას” ეძახდა, მეორე – თაღლითს

“ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდა თუნდაც გახარია ჯაფარიძესა და ხაზარაძეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.

“ერთი გახარიას “თვალთხარიას” ეძახდა, მეორე – თაღლითს. ამ ყველა განცხადების შემდეგ კიდევ რომ საუბრობენ გაერთიანებასთან დაკავშირებით, უკვე სასაცილოც კი აღარ არის.

რეალურად, ხაზარაძეს აქვს მხოლოდ ერთი კითხვა თავის დავალების მიმცემთან – “გავერთიანდე თუ არ გავერთიანდე”. რაც შეეხება გახარიას გაერთიანებას – ასე ვთქვათ, გახარიამ გატესტა მოსახლეობის განწყობა და თავისი მცირე მხარდამჭერების განწყობა, რამდენად მიიღებდნენ “ლელოსთან” გაერთიანებას”, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები