მხატვარ ლევან ლაღიძის საჯარო ლექცია გაიმართება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის განახლებული კორპუსი, 19 მაისიდან 18 აგვისტომდე, მასპინძლობს მხატვარ ლევან ლაღიძის მასშტაბურ გამოფენას – „ფერწერა“.
ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, 18 ივლისს, 18:00 საათზე, ამავე შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მხატვრის საჯარო ლექცია, სახელწოდებით: „თავისუფლება – მუდმივი ძიება საზღვრის“.
დასწრება თავისუფალია.
მის.: ლ. გუდიაშვილი ქ. №1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები