ვატო შაქარიშვილი: ქართული ეკლესია, მართლმადიდებლური რწმენა არის ის ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი, რის გამოც ევრობიუროკრატია ვერ ახერხებს საქართველოში იმის განხორციელებას, რაც უნდათ

“ქართული ეკლესია, მართლმადიდებლური რწმენა არის ის ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი, რის გამოც ევრობიუროკრატია ვერ ახერხებს საქართველოში იმის განხორციელებას, რაც უნდათ,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

„პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნების დღიდან ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ თავისი ისტორიის მანძილზე, ევროკავშირი იმყოფება მორალური და ღირებულებითი დეგრადაციის მწვერვალზე. ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტა და სცადა იმ ეკლესიის ჩართვა ლგბტ პროპაგანდაში, რომელსაც 1700-წლიანი ისტორია აქვს. წელს ჩვენი ქვეყანა გაქრისტიანების 1700 წელს ზეიმობს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არათუ შესუსტდება და შეწყდება, კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან მთავარია გავიაზროთ ამ ბრძოლის მოტივი. ქართული ეკლესია, მართლმადიდებლური რწმენა არის ის ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი, რის გამოც ევრობიუროკრატია და მისი პატრონი ძალები ვერ ახერხებენ საქართველოში იმის განხორციელებას, რაც უნდათ“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები