მსოფლიოში ცნობილმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ – The Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland – აღმოსავლური ხელოვნების საგანძურის გამოფენას ვრცელი სტატია მიუძღვნა

მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება – The Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland – ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების მიერ განხორციელებულ უნიკალურ გამოფენას დადებითი შეფასებით ეხმაურება.

გამოფენამ, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საზოგადოების პრეზიდენტმა გიორგი კალანდიამ გახსნეს, ქართველი და საერთაშორისო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. „წარმოდგენილმა შესანიშნავმა ექსპონატებმა დამთვალიერებელი მისტიკის, მშვენიერებისა და ისტორიული მნიშვნელობის სამყაროში გადაიყვანა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიაში საუბარია ხელოვნების სასახლის აღმოსავლური კოლექციის უნიკალური არტეფაქტების მეშვეობით აღმოსავლურ სამყაროსთან კავშირის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
სტატიაში ვხვდებით გამოფენის ამსახველ კადრებსა და ექსპონატთა ფოტოებს.

საზოგადოება 2023 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიის კვლევასა და საერთაშორისო დონეზე მის პოპულარიზაციას. სწორედ საზოგადოების სადებიუტო წარმატებული პროექტია აღმოსავლური ხელოვნების კოლექციის გამოფენა. გამოფენის გახსნასთან ერთად გამოიცა კატალოგი „ხელოვნების სასახლის აღმოსავლური კოლექცია“.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ხელოვნების სასახლისა და საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების ძალისხმევით განხორციელდა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები