ბაიდენი: მე ბევრ შეცდომას ვუშვებ, ისინი მკაცრად მაკრიტიკებენ, მაგრამ მე არსად მივდივარ

ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ ხშირად, სიტყვით გამოსვლის დროს ის შეცდომებს უშვებს და სახელები ეშლება. მაგრამ მან აღნიშნა, რომ არ აპირებს წინასაარჩევნო ასპარეზის დატოვებას.

„შეამჩნევდით, რომ დებატების შემდეგ ჩემზე ბევრი კრიტიკა წამოვიდა. მე ბევრ შეცდომას ვუშვებ. ისინი სასტიკად მაკრიტიკებენ, ვინაიდან ხანდახან სახელები მეშლება. ვამბობ, რომ ეს ჩარლია, სინამდვილეში კი ეს ბილია.

ბაიდენმა განაცხადა, რომ მედია ყურადღებას არ აქვს მისი ოპონენტის – დონალდ ტრამპის მსგავს შეცდომებს.

„ალბათ თქვენც ნახეთ, რომ წამოიჭრა მსჯელობა და ბევრი ვარაუდი. როგორ მოიქცევა ჯო ბაიდენი? დარჩება თუ არა ის ასპარეზობაზე? აი ჩემი პასუხი: ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ და მოვიგებთ. მე ამის შეცვლას არ ვაპირებ. ბევრი ამბობს, რომ ჩემი წინასაარჩევნო კამპანია იშლება. მე არსად მივდივარ“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები