პენტაგონის ხელმძღვანელსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვთან მეორე სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოსტინსა და ბელოუსოვს შორის საუბარი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ შედგა.

„აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, ანდრეი ბელოუსოვთან. მდივანმა ოსტინმა ხაზი გაუსვა კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები