ტრამპი: ობამა არასდროს სცემდა პატივს ბაიდენს, მიიჩნევდა, რომ ის სულელია – მათ ერთმანეთი სძულთ
ობამა არასდროს სცემდა პატივს ბაიდენს, მიიჩნევდა, რომ ის სულელია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ობამასა და ბაიდენს სძულთ ერთმანეთი! ობამა არასდროს სცემდა პატივს ბაიდენს, მიიჩნევდა, რომ ის სულელია. საინტერესო რამდენიმე კვირა გველოდება. ობამას სურს ბაიდენის საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლა, მას კამალა ჰარისი სურს!“ – წერს ტრამპი Truth Social-ის გვერდზე.
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალთან დაკავშირებით კერძო საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს.