სულ მცირე, 5 დაღუპული და 13 დაშავებული – რუსებმა მირნოჰრადსა და კოსტიანტინივკაზე იერიში მიიტანეს

დონეცკის ოლქში, მირნოჰრადსა და კოსტიანტინივკაში რუსული იერიშის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა.

„კოსტიანტინივკას ცეცხლი გაუხსნეს. იქ რუსების სამიზნე საწარმოს ტერიტორია იყო, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა“, – იუწყება ოფიციალური პირი.

ამასთან, ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ რუსული იერიშის შედეგად მირნოჰრადში დაიღუპა სამი და დაშავდა 10 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები