ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: ბოლო ორ თვეში, რუსეთის არმიის ადამიანურმა დანაკარგმა 70 ათასს გადააჭარბა

რუსული არმია უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დანაკარგების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს განიცდის. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაისსა და ივნისში, სავარაუდოდ, რუსეთის 70 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, დანაკარგების ზრდა რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში ახალი ფრონტის გახსნასთან არის დაკავშირებული.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალმა მიდგომამ გაზარდა ზეწოლა ფრონტის ხაზებზე, ეფექტური უკრაინის თავდაცვა და რუსული წვრთნების ნაკლებობა ამცირებს რუსეთის უნარს გამოიყენოს ნებისმიერი ტაქტიკური წარმატება, მიუხედავად ფრონტის ხაზის შემდგომი გაჭიმვის მცდელობისა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები