ლინ ჯიანი: აშშ-მა ქვეყნების ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს
აშშ-მა ქვეყნების ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს, – ასე უპასუხა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმა ჟურნალისტის კითხვას ნატოს სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ ჩინეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
„აშშ-მა არაერთხელ გაიმეორა, რომ სურს ჩინეთთან გამკლავება ე.წ. ძლიერი პოზიციიდან, რაც ასახავს შეერთებული შტატების ქედმაღლობას და ჰეგემონიას.
არ არსებობს ამქვეყნად აღმატებული ქვეყანა და არც ძლიერს უნდა ჰქონდეს სუსტის დაჩაგვრის უფლება. სხვა ქვეყნების ჩაგვრა მათი ე.წ. ძალაუფლების გაზრდის მცდელობით, არ შეესაბამება დროის სულისკვეთებას და ვერ მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ლინ ჯიანმა.