ოლაფ შოლცმა აშშ-ს პრეზიდენტს „მშვენიერი აგიტატორი“ უწოდა და მის მიმართ ნდობა გამოთქვა

24 January 2024, Berlin: Federal Chancellor Olaf Scholz (SPD) holds a press conference alongside the Prime Minister of the Slovak Republic at the Federal Chancellery. Photo: Kay Nietfeld/dpa

დემოკრატიულ პარტიაში არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურის შესაძლო გაუქმების შესახებ დისკუსიების ფონზე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შემეცნებით შესაძლებლობებსა და პოლიტიკურ გამძლეობაზე ნდობა გამოთქვა.

როგორც მან მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, ბაიდენის დაუფასებლობა დიდი შეცდომა იქნება.

ამასთან, ოლაფ შოლცმა აშშ-ს პრეზიდენტს „არაჩვეულებრივი აგიტატორი“ უწოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის კანცლერის აზრით, ნატოთან მიმართებით ჯო ბაიდენის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

„შემიძლია გითხრათ ჩემი გადმოსახედიდან, იმ ადამიანისგან, ვინც საუბრობს ბაიდენთან, რომ ბაიდენი ძალიან კონცენტრირებულია და ინტენსიურად აკეთებს იმას, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ალიანსის სათავეში ყოფნისას“, – აღნიშნა შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები