სლოვაკეთში წყალდიდობას 2 ტურისტი ემსხვერპლა

სლოვაკეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 2 ტურისტი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის სამაშველო სამსახურის ცნობით, წყალდიდობის დროს 16 ტურისტი თავშესაფარში იმყოფებოდა, სანამ მაშველებმა მათი გამოყვანა შეძლეს – 2 დაიღუპა და 4 დაშავდა – დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.

ინფორმაციისთვის, წყალდიდობა მონკოვას ხეობაში, ქვეყნის უმაღლეს მთიანეთში შტორმმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები