ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 92 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 1 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (92,69 მილიონი აშშ დოლარი) გადასცემს.

როგორც უკრაინული მედია The Guardian-ზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ შტორემ ვაშინგტონში ნატოს სამიტზე განაცხადა.

„უკრაინელებს მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდებათ, რათა თავიანთი მოსახლეობა რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან დაიცვან“, – თქვა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, ერთი დღით ადრე, იონას გაჰრ შტორემ განაცხადა, რომ ნორვეგიამ უკრაინაში ექვსი F-16 საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები