ჯოზეფ ბორელი: ზელენსკის გეგმა ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა

ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ევროკავშირი უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, ომი უკრაინის კაპიტულაციით დასრულდება.

„თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, ომი, რა თქმა უნდა, დასრულდება, მაგრამ როგორ? უკრაინის კაპიტულაციით.

კიევში მარიონეტული ხელისუფლებით, იმით, რომ უკრაინელ ხალხს აგრესორი დაამარცხებს. არის ეს ის გზა, რომლითაც ჩვენ ომის დასრულება გვსურს? – არა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, მისივე თქმით, იმისთვის რომ ომი ასეთი სცენარით არ დასრულდეს, ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.

„ამ პოზიციას მთლიანად ევროკავშირი უჭერს მხარს. ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა“, – აღნიშნა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები