Politico: ევროპარლამენტი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს კენჭს 18 ივლისს უყრის

ევროპარლამენტი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით კენჭს 18 ივლისს უყრის, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით თანამდებობის დასაკავებლად ევროპარლამენტის 361 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება – ევროპარლამენტში ჯამში 720 დეპუტატია.

აღსანიშნავია, რომ თუ ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში საკმარისი ხმების მოგროვებას ვერ შეძლებს, ევროკავშირის ლიდერებს ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატის წარდგენა მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები