ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 93 მილიონ დოლარს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად 93 მილიონ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ სტიორემ განაცხადა.

„უკრაინელებს უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები სჭირდებათ, რათა თავიანთი მოსახლეობა რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან დაიცვან“, – განაცხადა იონას გაჰრ სტიორემ.

ამასთან, გუშინ ნორვეგიიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსული საჰაერო იერიშებისგან დასაცავად უკრაინას F-16 ტიპის ექვს გამანადგურებელ თვითმფრინავს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები