ნატოს შემდეგი სამიტი ნიდერლანდებში გაიმართება
2025 წლის სამიტს ნიდერლანდების ქალაქი ჰააგა 24-26 ივნისს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2026 წლის ნატოს სამიტს კი თურქეთი უმასპინძლებს.
ინფორმაციისთვის, წელს ნატოს სამიტს ვაშინგტონი მასპინძლობს, რომელიც 9-11 ივლისს ჩატარდა.
ნატოს წლევანდელი სამიტი ალიანსის შექმნიდან 75 წლისთავს ეძღვნებოდა.