რატი იონათამიშვილი – საბჭომ მიიჩნია, რომ ყველაზე კარგად წარმოაჩინა თავი გიორგი გაბიტაშვილმა

საპროკურორო საბჭომ მიიჩნია, რომ გიორგი გაბიტაშვილმა ყველაზე კარგად წარმოაჩინა თავი და სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინა პარლამენტს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო.

„პროცესი იყო გამჭვირვალე და ინკლუზიური. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ადევნა თვალი კანდიდატებთან გასაუბრებას. მათ მიმართ ტესტი იყო კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის. ამ მხრივ სწორედ გიორგი გაბიტაშვილია ის ადამიანი, ვისი პერსონაც საინტერესოა. მან სტაჟიორად დაიწყო მუშაობა გენერალურ პროკურატურაში და დღეს 11-წლიანი სტაჟი აქვს. მას აქვს ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს თანამშრომლობა მომავალში. საპროკურორო საბჭომ მიიჩნია, რომ გიორგი გაბიტაშვილმა ყველაზე კარგად წარმოაჩინა თავი და სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინა პარლამენტს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები