ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც ამჟამად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე მას უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.

“ინდოეთი ყოველთვის მოუწოდებდა გაეროს წესდების პატივისცემისკენ, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

ბრძოლის ველზე გამოსავალი ვერ მოიძებნება. წინსვლის გზა დიალოგი და დიპლომატიაა”, – განუცხადა ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს.

ინფორმაციისთვის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები