“პროცესი არის ინკლუზიური და გამჭვირვალე” – კახიანი გენპროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე
“ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროცესი საპროკურორო საბჭოში. ამ პროცესის შემდგომი ეტაპი უკვე საქართველოს პარლამენტში გადმოინაცვლებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ისაუბრა.
“საბოლოოდ, პარლამენტი აირჩევს ახალ გენერალურ პროკურორს.
ამ პროცესის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ის არის ინკლუზიური და გამჭვირვალე. საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, თავად იხილოს, ვინ არიან კანდიდატები და მოუსმინოს მათ, რადგან გასაუბრება არის საჯარო და ამ ყველაფრის ტრანსლაცია ხდება”, – განმარტა კახიანმა.