დღეს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ისევ ორ სესიად აბარებენ

“დღეს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ისევ ორ სესიად აბარებენ.
პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-მდე გამოსაცდელი”, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“ამ დროის მონაცემებით, არის დაგვიანების 7 შემთხვევა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ დაგვიანების შემთხვევაში ისინი ეთიშებიან საგამოცდო პროცესს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები