ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფლებში: ტბაზე, ცემში, სადგერსა და ლიბანში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

სოფლებში – ცემი, სადგერი და ლიბანი – სკვერები მოეწყობა, ხოლო სოფელ ტაბაზე სასმელი წყლის სისტემა.

საკონსულტაციო შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.
2024 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 872 000 ლარი გამოიყო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები