მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია – ქობულეთში საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებაზე, იქ მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

“სტრატეგიის უმოკლეს ვადებში დამტკიცების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო რეგიონებში გასვლა და კონსულტაციების გამართვა.
აღნიშნული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ წარადგინა.

საჯარო კონსულტაციებისას იმსჯელეს სტრატეგიის მიზნების, ამოცანების შესაბამისად გაწერილი აქტივობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები