„მეორე სესიაზე განაწილებულთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი” – გამოცდების ეროვნული ცენტრი

“ამ წუთებში, აბიტურიენტები საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ.
მეორე სესიაზე განაწილებულთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი”, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროის მონაცემებით, არის დაგვიანების 3 შემთხვევა.

“გამოცდა ზუსტად 15:00 საათზე დაიწყო და 2 საათი და 30 წუთი გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები