თუ ერთი კანდიდატის ბიოგრაფია და კვალიფიკაცია სხვა კანდიდატის ბიოგრაფიასა და კვალიფიკაციაზე უფრო შთამბეჭდავია, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ფაქტი და ობიექტური გარემოება – რატი იონათამიშვილი

პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და თუ ერთი კანდიდატის ბიოგრაფია და კვალიფიკაცია სხვა კანდიდატის ბიოგრაფიასა და კვალიფიკაციაზე უფრო შთამბეჭდავია, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ფაქტი და ობიექტური გარემოება,- აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, როდესაც იაგო ხვიჩიამ გიორგი გაბიტაშვილს წინასწარ მიულოცა პროკურორად არჩევა.

“ბატონმა იაგომ ნახევრად პოლიტიკური განცხადება გააკეთა. სანამ კენჭისყრაზე გავა გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი, მანამდე განიხილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომ ამ პროცესში ვიქნებით ჩართული და მივიღებთ ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას. ხოლო, ის, თუ ერთი კანდიდატის ბიოგრაფია და კვალიფიკაცია სხვა კანდიდატის ბიოგრაფიასა და კვალიფიკაციაზე უფრო შთამბეჭდავია, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ფაქტი და ობიექტური გარემოება. ასე, რომ ცხადია, ეს პროცესი გაგრძელდება კანონის დაცვით და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით საქართველოს პარლამენტში,” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭოს წევრებთან პროკურორობის კიდევ ერთ კანდიდატის გასაუბრება ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბჭოს წევრების შეკითხვებს გიორგი გაბიტაშვილმა უპასუხა. გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა და ამ პოსტზე უკვე 11 წელია მუშაობს, საბჭოს ჯერ უწყების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო, შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გაბიტაშვილის კანდიდატურა აკადემიური წრის წარმომადგენლებმა წარადგინეს. საერთო ჯამში წარდგენილია 11 კანდიდატი, აქედან 5-ს უკვე მოუსმინეს. საბჭო ფარული კენჭისყრით სამს შეარჩევს, შემდეგ კი, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები