გიორგი გაბიტაშვილი: პროკურატურამ ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან 5 პრიორიტეტის შესრულებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან 5 პრიორიტეტის შესრულებაში პროკურატურამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილის თქმით, ეს პრიორიტეტებია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება და გენდერული თანასწორობის გაძლიერება/ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა.

გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულების განვითარებისა და საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების კუთხით.

“საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ხელშესახები შედეგები უკვე მიღწეულია და სიამაყით აღსანიშნავია, რომ GRECO-ს შეფასების მე-4 რაუნდის ფარგლებში გაცემული ექვსი რეკომენდაციიდან ყველა შესრულებულია.” – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილმა ხაზი გაუსვა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოსთან (Eurojust), პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IAP) და ევროკავშირის პროკურატურასთან (EPPO) ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, სხვადასხვა ტიპის თაღლითობასთან, კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები