ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში კორონავირუსი ისევ ცირკულირებს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუს პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსი ისევ ცირკულირებს. მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობა მცირეა.

როგორც ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაავადების მიმდინარეობა უმეტესად საშუალო სიმძიმის , ან მსუბუქია, ჰოსპიტალიზაციის, გართულებით მიმდინარე შემთხვევები ძალიან იშვიათია.

“კორონავირუსის შემთხვევები ისევ ფიქსირდება. მცირე რაოდენობით, 2-3 %-ს არ აღემატება, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსი ისევ ცირკულირებს. თუ ვთქვით, რომ გრიპის სეზონი დამთავრდა, კორონავირუსის შემთხვევები ჯერ კიდევ მაინც რჩება მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობით.
პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომელი ვარიანტი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში. ბოლო რამდენიმე წელია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ “ომიკრონი”, რომელსაც ისეთივე მიმდინარეობა ახასიათებს, როგორც მეტაპნევმოვირუსს, რინოვირუსს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, რთული გასარჩევია, ეს არის კორონავირუსი , თუ სხვა ტიპის ვირუსი. მიმდინარეობა უმეტესად საშუალო სიმძიმის და მსუბუქია, ჰოსპიტალიზაციის, გართულებით მიმდინარე შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაგრამ “ომიკრონის” ცირკულაცია ქვეყანაში მაინც გრძელდება”, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები