დღეს აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში ჩააბარებენ

დღეს აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში ჩააბარებენ.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„დღეს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი. დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“ – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები