26 სექტემბერი

10:00
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჩინეთის რესპუბლიკის ქ. გუანჯოუს მუნიციპალიტეტის დელეგაციას შეხვდება.
10:30
საერთაშორისო კამპანიის “დავასუფთაოთ მსოფლიო” მიმდინარეობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები კუს ტბის ასახვევში (რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურთან) შეიკრიბებიან, საიდანაც დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მისაღებად წყნეთი–კოჯორი–ბეთანიის გასაყარის მიმდებარე ტყის მონაკვეთისკენ გაემგზავრებიან.
11:00
სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვასილ ციბენკო, ანაკლიის მომავლის ბანაკში მყოფ უკრაინელ ახალგაზრდებს მოინახულებენ.
11:00
„კვირას“ პრესკლუბში, ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს და იმ ქონების აუდიომასალას წარმოადგენს, რომელსაც ექსპრეზიდენტი ფლობს და რომელიც დაყადაღებული ქონების ჩამონათვალში არ შევიდა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში იურისტი, სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: საქართველოს პრეზიდენტსა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკან ირაკლი ბურდულს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს!

11:00
თბილისის მერიაში, დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმენს.
11:00
“ჰოლიდეი ინნ-ში” დერმატოლოგიური კონგრესი ჩატარდება. საკონტაქტო პირი: თეონა შულაია 599 10 32 31
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი, მუსლიმი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ბაზის შექმნაზე, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მინისტრების შემოსავლებზე, კლიმატის სამიტზე, ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ბრიფინგს გამართავს.
12:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრი მიხეილ გიორგაძე ლატვიელ კოლეგა დაცე მელბარდეს უმასპინძლებს.
12:00
“პირველ პრესკლუბის” სტუმარი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე იქნება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00
„კვირას“ პრესკლუბში, საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელები მერაბ ჯიქია, კახა შამათავა, მერაბ პაპასკირი, ზაურ ბედია მიმართავენ დევნილ საზოგადოებას.
12:00
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებთნ“ ერთად, წყნეთი – კოჯორის ტყის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციას გამართავს.
12:00
საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი.
12:30
“პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მოსასმენი აპარატურა შსს-ის ხელში არ უნდა იყოს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:30
“პrაიმტაიმის” პრესკლუბში “ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის” წამომადგენლები, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებენ.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე, ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე სკანდალურ პროსეცებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
13:00
“პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მდგომარეობა ციხეებში, ერისთავის საქმე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დოკუმენტს წარადგენს: “გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინი (კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილების სარეკომენდაციო კონცეფცია”. საკონტაქტო პირი: ლაშა ქავთარაძე 557 735 431
13:00
რადიო “იმედის” პრესკლუბში, “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია და გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ფარული მოსმენები. მისამართი: ლუბლიანას ქ. №5 საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია 577 44 07 05

13:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ორგანიზებით, “გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის იმპლემენტაციის სარეკომენდაციო კონცეფციის პრეზენტაცია“ გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის დარბაზი (V სართული)
14:00
რადიო “იმედის” პრესკლუბში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თარხან ბათირაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შავ სიაშია. პანკისელი ქისტის მკვლელობა სირიაში. მისამართი: ლუბლიანას ქ. №5 საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია 577 44 07 05
14:30
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და კომიტეტის წევრები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ცირა ბარამიძესთან შეხვედრას გამართავენ. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (N317)
14:30
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარe დიმიტრი ხუნდაძe და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარe გიორგი ვოლსკი ერთობლივ პრესკონფერენცია gamarTaven. თემა: “დაცემიდან ჯვართამაღლებისკენ“ (27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე); ხელისუფლების მიერ კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებით შემუშავებული ახალი ინიციატივები”. თბილისი, საკონფერენციო დარბაზი
15:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართება.

15:00
კინოთეატრ “ამირანში” მე-10 საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალთან “სესილი” დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
17:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების თენგიზ ძაძამიასა და ნუკრი ცისკაძის ლექსების კრებულის „მე მოვალ თქვენთან“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
18:00
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მორიგ საჯარო დებატებს გამართავს. თემა: „ადამიანის უფლებები კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: ხელისუფლების როლი და პასუხისმგებლობა“ მისამართი: გუდიაშვილის ქ. №7
18:30
სასტუმრო “ტიფლის პალასში” ტურიზმის სემინარი “Incredible India” გაიმართება.
19:30
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმის დახურვისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები