ავიაკატასტროფაში დაღუპულ პილოტს, კახაბერ ზურაბაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მფრინავის. კახაბერ ზურაბაშვილს დღეს დაკრძალავენ.

თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი დილიდან ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ცნობისთვის,  ტრაგედია 2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  დისველში მოხდა.

დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი  მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა, რის შედეგადაც თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები