ბორჯომის მერია: გელოვანის ქუჩაზე, ე.წ “ცოფიანი ღელე-ს” რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

ბორჯომში, გელოვანის ქუჩაზე, ე.წ “ცოფიანი ღელე-ს” რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

“პროექტის ფარგლებში, 108 მეტრზე რკინა-ბეტონის არხი ეწყობა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 459 350 ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ღელე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი იყო, რადგან გასულ წლებში, უხვი ნალექის გამო ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარე წელსაც არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები