მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა
78 წლის ასაკში მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ლიანა ისაკაძე სამი წლის ასაკში გახდა მევიოლინე. პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში პროფესორ ლეო შიუკაშვილის ხელმძღვანელობით.1992 წელს ინგოლშტადტში ლიანა ისაკაძემ დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები.