ოთარ კიტეიშვილი – „ქართუსგან“ გამოყოფილ 30 მილიონზე: ძალიან დასაფასებელი ფაქტია არამარტო ჩვენი მხრიდან, ვგულისხმობ ფეხბურთელებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის

ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუსგან“ გადაცემულ ჯილდოს ეხმაურება.

„რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში არის ძალიან დასაფასებელი ფაქტია არამარტო ჩვენი მხრიდან, ვგულისხმობ ფეხბურთელებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. იგივე ის ევროპული გამოცემები, რომლებიც წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, წარმოაჩენს ნათლად, ქართველებს როგორ გვიყვარს ფეხბურთი და როგორ მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის“, – აცხადებს კიტეიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები