გიორგი მამარდაშვილი – „ქართუსგან“ გამოყოფილ 30 მილიონზე: მადლობელი ვარ, როგორც მე, ასევე მთელი ნაკრები

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ ჯილდოს სახით გამოყოფილ 30 მილიონ ლართან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მადლობელი ვარ, როგორც მე, ასევე თითოეული ფეხბურთელი ამ ყველაფრით. კარგი იქნება თუ კიდევ ბევრი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვთქვი, გამოჩნდა რამხელა რამეს ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მადლობელი ვარ როგორც მე, ასევე მთელი ნაკრები“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები