ილია თოფურიაზე ესპანეთში ფილმი გადაიღეს

UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიაზე, დოკუმენტური ფილმი “მატადორი” გადაიღეს, რომელიც მადრიდში, Filmax Takes International-ს გამოფენაზე აჩვენეს. ფილმის რეჟისორი ჟანპაულო მანფრედია.

დოკუმენტური ფილმი ესპანურ კინოთეატრებში Filmax-ის საშუალებით, 19 სექტემბერს გამოვა. საერთაშორისო უფლებების მოპოვების შემდეგ, სხვა პლატფორმებზეც შეეძლებათ ფილმის გატანა.

ილია თოფურია, მეტსახელად “ელ მატადორი”, UFC-ის ჩემპიონი თებერვალში გახდა. მან სატიტულო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები