“პირველი სესიიდან მოიხსნა ერთი აბიტურიენტი, დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო” – გამოცდების ეროვნული ცენტრი

“4 ივლისს მეორე სესიაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი. დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა”, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, “პირველი სესიიდან მოიხსნა ერთი აბიტურიენტი, დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს გამოსაცდელებს დაიცვან საგამოცდო წესები.

ხვალ აბიტურიენტები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ.

5 ივლისიდან გამოცდებში პედაგოგები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებიც ერთვებიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წარმატებას უსურვებს ყველა გამოსაცდელს!”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები