იამაიკაზე ძლიერი ქარიშხლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

იამაიკაზე ძლიერი ქარიშხლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქარიშხალმა “ბერილმა” სახლებს სახურავები ახადა, გაანადგურა ფერმები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და ამოძირკვა ხეები,
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საჭირო გახდა კუნძულის სამხრეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

ამასთან, მეტეოროლოგების ინფორმაციით, “ბერილი” კაიმანის კუნძულების მიმართულებით გადაადგილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები