მიხეილ ყაველაშვილი: დარწმუნებული ვარ, გაორმაგდება და გასამმაგდება მოთხოვნა – ბავშვებს ფეხბურთზე სიარული მოუნდებათ

დარწმუნებული ვარ, გაორმაგდება და გასამმაგდება მოთხოვნა – ბავშვებს ფეხბურთზე სიარული მოუნდებათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, გაორმაგდება და გასამმაგდება მოთხოვნა – ბავშვებს ფეხბურთზე სიარული მოუნდებათ. ჩვენს ბავშვობაში ჩვენი კუმირები იყვნენ ჩივაძე, ყიფიანი, შენგელია, ასე ვიზრდებოდით. სანამ ქართველები გახდებოდნენ კუმირები, მანამდე მესი, რონალდო იყვნენ და ეს არის ბედნიერება, რომ შენი ქვეყანა თამაშობს და შენი ქვეყნის გულშემატკივარი ხარ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები