ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ადასტურებენ.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდის ცხედარი ხობში, სპორტსმენის სახლში იპოვეს.

ნუგზარ წურწუმია 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი იყო. გარდა ამისა, ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი გახლდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები