„მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმ დამსახურების, რაც ჰქონდა უნივერსიტეტის წინაშე“ – კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა

კავკასიის უნივერსიტეტში, ისტორიკოსისა და არქეოლოგის, პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

ღონისძიებას CU-ის პრეზიდენტი კახა შენგელია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ზურაბის ოჯახის წევრები, კოლეგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კახა შენგელიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და ზურაბ ბრაგვაძის შესახებ ისაუბრა. სიტყვით წარდგნენ სხვა სტუმრებიც, რომლებმაც ყურადღება ზურაბის პროფესიონალიზმსა და პიროვნულ თვისებებზე გაამახვილეს. მათ გაიხსენეს პროფესორის მოღვაწეობა და წვლილი კავკასიის უნივერსიტეტის განვითარებაში.

როგორც ზურაბ ბრაგვაძის შვილი, დავით ბრაგვაძე „კვირასთან“ საუბარში აღნიშნავს, ზურაბ ბრაგვაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა იმ დამსახურებების ხაზგასმაა, რაც მას უნივერსიტეტის წინაშე მიუძღვის.

„მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მთელ ოჯახს. საჯარო მადლობაც გადავუხადე ყველას.

ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მნიშვნელოვანი ხაზგასმა იმ დამსახურების, რაც ზურაბ ბრაგვაძეს ჰქონდა უნივერსიტეტის წინაშე.

ცალსახად ძალიან ემოციური საღამო იყო. გამოვიდნენ ზურას კოლეგები, უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ოჯახის წევრები და მეგობრები. გაიხსენეს სხვადასხვა ამბები მასზე და ძალიან ლამაზი, თბილი და ემოციური საღამო იყო“, – განაცხადა დავით ბრაგვაძემ.

 

ზურაბ ბრაგვაძე კავკასიის უნივერსიტეტში 2011 წლიდან ეწეოდა აქტიურ საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი არქეოლოგიური ექსპედიცია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის სფეროში: ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენებზე. მათ შორის 5 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები