ნინო წერეთელი: საგნის გამოცდა როდესაც მთავრდება, მაშინვე იწყება გასწორებაზე მუშაობა, ყველა აბიტურიენტს მიეწოდება ნაშრომი, ის ტესტი, რაც იყო შეტანილი და აგრეთვე, შეფასების სქემა

საგნის გამოცდა როდესაც მთავრდება, მაშინვე იწყება გასწორებაზე მუშაობა. ყველა აბიტურიენტს მიეწოდება თავისი ნაშრომი, ის ტესტი, რაც იყო შეტანილი და აგრეთვე, შეფასების სქემა, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დირექტორმა ნინო წერეთელმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კეთდება იმიტომ, რომ კარგად გაიაზრონ აბიტურიენტებმა და ნებისმიერმა გამოსაცდელმა, თუ სად დაუშვეს შეცდომა, რა საკითხი ურჩევნიათ გასასაჩივრებლად.

„აქვე იმასაც განვმარტავ, მთლიანი ტესტის გასაჩივრებაც შეუძლიათ, მაგრამ ასევე შეუძლიათ თითოეული საგამოცდო საკითხებიდან რაღაც გარკვეული საკითხების გასაჩივრება. პროცესი 26 ივლისს უნდა დამთავრდეს, მაგრამ ცენტრს სრული მზაობა აქვს, თუ საჭირო იქნება დამატებითი სესიების ჩატარების. დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, გამოცხადდება სააპელაციო განაცხადების შემოტანის თარიღები და ის ვადები, როდესაც დაიდება საბოლოო შედეგები. ამის შესახებაც დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას, თითოეულ გამოსაცდელს მივაწოდებთ ინფორმაციას.

გასწორების პროცესში კონფიდენციალურობა სრულად დაცული იქნება და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში კარგი შედეგებით დასრულება. ამისი დიდი იმედი მაქვს“, – აღნიშნა ნინო წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები