“პროცესი 26 ივლისს უნდა დამთავრდეს, მაგრამ ცენტრს სრული მზაობა აქვს, თუ საჭირო იქნება, დამატებითი სესიების ჩატარების” – ნინო წერეთელი

“პროცესი 26 ივლისს უნდა დამთავრდეს, მაგრამ ცენტრს სრული მზაობა აქვს, თუ საჭირო იქნება, დამატებითი სესიების ჩატარების”, – ამის შესახებ ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

“დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, გამოცხადდება სააპელაციო განაცხადების შემოტანის თარიღები და ის ვადები, როდესაც დაიდება საბოლოო შედეგები. ამის შესახებაც დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას, თითოეულ გამოსაცდელს მივაწოდებთ ინფორმაციას.

გასწორების პროცესში კონფიდენციალურობა სრულად დაცული იქნება და ვფიქრობ, რომ, საბოლოოდ, კარგი შედეგებით დასრულება. ამის დიდი იმედი მაქვს.

აქვე იმასაც განვმარტავ, მთლიანი ტესტის გასაჩივრებაც შეუძლიათ, მაგრამ ასევე შეუძლიათ თითოეული საგამოცდო საკითხებიდან რაღაც გარკვეული საკითხების გასაჩივრება”, – აღნიშნა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები