“ფოტო-პალიტრა, ფოტო-უსტარი, ფოტო-დანაბარები – თან წარსულიდან, თან აწმყოდან და თან მომავლიდან” – სოსო გალუმაშვილი ნაკრების ისტორიულ ფოტოზე

“43 წელი, 1 თვე და 18 დღე, ანუ 15755 დღე ველოდი, 1981 წლის 13 მაისიდან 2024 წლის 2 ივლისამდე, ქართული ფეხბურთის წარმატების გრანდიოზულ აღნიშვნას და რამე გიჟობით მინდოდა, გამომეხატა.

1 დღეც მოთმინებით ველოდე. რაღაც განსაკუთრებულს ვეძებდი.

ჰოდა, ვიპოვე”, – ამის შესახებ პიარტექნოლოგი, სოსო გალუმაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეროვნული ნაკრების ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საზეიმო დღესასწაულზეა გადაღებული.

“ფოტო-პალიტრა, ფოტო-უსტარი, ფოტო-დანაბარები – თან წარსულიდან, თან აწმყოდან და თან მომავლიდან.

ფოტო, სადაც თითოეული ადამიანი თავის გამარჯვებას, თავის საკრალურ მინიშნებას თუ შთაგონების ახალ შტრიხს, მრავალხმიანობას, ერთობას, თავის დამოკიდებულებასა და აღქმას მოიძიებდა და ახალი გამარჯვებების რთულ გზას ახალი სუნთქვით გააგრძელებდა.

მე აქ დავინახე ….

გააგრძელე საქართველოს ფეხბურთის ისტორია…”, – წერს გალუმაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები