2024 წელს „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ” 1300 ტონაზე მეტი ნარჩენი საბურავი ამოიღო

„ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენი საბურავების,ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება-გადამუშავებას“, – ამის შესახებ ინფორმაციას ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, აქტიურად მიმდინარეობს ნარჩენი საბურავების, ნარჩენი ზეთების ამოღება. როგორც თბილისში აგრეთვე რეგიონებში.
„2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ამოღებულია და გადამუშავებულია 1300 ტონაზე მეტი ნარჩენი საბურავი და 600 ტონა ნარჩენი ზეთი. ხოლო, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 400 ტონა ნარჩენი საბურავი და 200 ტონა ნარჩენი ზეთი.
ასოციაცია აგრეთვე ,აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების წარმომქმნელების, მოსწავლე-ახალგაზრდებისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების ინფორმირებას ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის საინფორმაციო კამპანიაში ახალგაზრდების ჩართულობა აქტიურად გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები 50 სკოლასთან გაიმართა.
აგრეთვე, აღსანიშნავია რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ბაკურიანში, ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი „გარემო ნარჩენების გარეშე“ გაიმართა. კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციისა“ და დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მიერ დაფუძნდა. კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებსა და ეკო-კლუბის წევრებში. პროცესში ბორჯომის, წაღვერის 12 სკოლა და წეროვნის #3 საჯარო სკოლა ჩაერთო. მონაწილეებს დიპლომი და სერტიფიკატი, ხოლო სპეციალურ ნომინაციებში გამარჯვებულებს კი ფულადი პრემიები გადაეცათ.
კონკურსი “გარემო ნარჩენების გარეშე” წელს პირველად ჩატარდა და უახლოეს პერიოდში სხვა რეგიონებსაც მოიცავს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები