“ჩვენი მომავალი თაობის ყველაზე მძლავრი იარაღი სწორედ განათლებაა; მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს” – კალაძე

“ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აბიტურიენტები ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადიან, როცა უნდა დაადასტურონ ცოდნა და უნარები, რაც მათ კარს გაუხსნის უმაღლესი განათლებისკენ”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენი მომავალი თაობის ყველაზე მძლავრი იარაღი სწორედ განათლებაა, ამიტომ, მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს და საქართველოს, რადგან ქვეყნის განვითარება განათლებულ და ჯანსაღ მომავალ თაობას შეუძლია”, – წერს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები