დათა ქაჯაია პირველი ქართველი ავტომრბოლელია ფერარის საჭესთან

ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა.

“მსოფლიო ავტოსპორტის რუკაზე ფიქსირდება საქართველო. ამაყი ვარ იმით, რომ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ქართული დროშის ქვეშ ქართველი მრბოლელი მართავს ავტომობილს”,-აცხადებს დათა ქაჯაია.

რბოლა გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი მასში „თეგეტა მოტორსისა“ და Shell-ის მხარდაჭერით მონაწილეობდა.

50-წუთიანი გზის პირველი ნახევრის განმავლობაში საჭეს დათა მართავდა, მან პირველივე ჯერზე ოცდასამივე მრბოლელი უკან ჩამოიტოვა და ტრასის პირველი ნახევარი პირველმა გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები