“უკვე დაწყებულია დროებითი გადახურვის სამუშაოები, სამუშაო გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში” – მამა კირიონი გელათის სამონასტრო კომპლექსზე

“უკვე დაწყებულია დროებითი გადახურვის სამუშაოები. ეს არის გერმანული კომპანია “ლეიერის” დამზადებული მასალები, მხოლოდ გელათის კონსტრუქციისთვის მორგებული და მოხდება ტაძრის დროებითი გადახურვა”, – ამის შესახებ ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კირიონმა ისაუბრა.

“სამუშაო გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში, ჩვენ აღებული გვაქვს 45 დღე. შეიძლება, უამინდობა იყოს ან რამე მოხდეს და 3 დღე დავამატეთ. თქვენ, ალბათ, ნახეთ, შემოსასვლელში ბანერი, რომ 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე იკეტება მონასტერი. ეს განხორციელდა მომლოცველების და მნახველების უსაფრთხოების მიზნით, რადგან გერმანულმა კომპანიამ გამოგზავნა წერილი და გვთხოვეს, რომ თუ ამ კუთხით არ იქნება უსაფრთხოება და არ დაიკეტება მონასტერი, მაშინ ისინი ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებენ. ამიტომ, ეს ყველაფერი ხორციელდება არა ჩვენი ახირების გამო, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოების გამო,” – განაცხადა მამა კირიონმა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები