დეზინფორმაციული კამპანია და შეურაცხყოფა დიმა ობოლაძის მიმართ – რატომ არ იხდის ბოდიშს პეტრე კოლხი

სპორტული კომენტატორისა და ჟურნალისტის დიმა ობოლაძის მიმართ უსამართლო ბრალდებებისა და შეურაცხყოფების გამო სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი საჯაროდ იხდის ბოდიშს. მათ შორის არიან ის ადამიანებიც, ვინც “ფეიკ” ვიდეოს გავრცელების პირველწყარო იყვნენ.


“ადამიანისთვის ცილი არასდროს დამიწამებია. ცრუ ინფორმაცია არასდროს გამივრცელებია. სამწუხაროდ, გუშინ, არამიზანმიმართულად არასწორი კონტექსტით ვიდეო ერთ-ერთმა პირველმა გავავრცელე.

ამას საზოგადოების მხრიდან დიმას მისამართით უსამართლო ლანძღვა-გინება მოჰყვა. თავის მართლებას არ დავიწყებ, ფეიკი იყო და მორჩა. დიახ, საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანურმა ემოციებმა მიმტყუნა.

ინბოქსში, პოსტებზე, კომენტარებში საშინელ ტექსტებს მწერენ. ზოგი ბოდიშის მოხდას მთხოვს. წუხელ ვიდეოს წაშლის შემდეგ, ნამდვილი ვიდეო დავდე, თუმცა ვიღაცებმა ეს ბოდიშიც არ მიიღეს, დამარეპორტეს და პოსტი წაიშალა.

კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს.”,- წერს “ბიემჯი-ს” ჟურნალისტი გიგა ბენია.

ამბავს გამოეხმაურა თავად ბუდუ ზივზივაძე. ფეხბურთელმა გავრცელებული ფაქტი უარყო და საზოგოებას მოუწოდა დიმა ობოლაძეს ბოდიში მოუხადონ.

თუმცა, როგორც ჩანს, სიმართლის გარკვევის მიუხედავას, ბოდიშის მოხდას არ ჩქარობს (ანდაც საერთოდ არ აპირებს) პეტრე კოლხი.

მოკვეთილი, ყოფილი სასულიერო პირი გუშინ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს უსამართლობის დაგმობისკენ და ბუდუ ზივზივაძის გვერდში დგომისკენ მოუწოდებდა.

“ფეხბურთელებო, დაფიქრდით, ღვთის რწმენა მარტო თამაშის წინ პირჯვრის წერა არ არის, სიმართლეს თვალი გაუსწორეთ და თქვენი ყველაზე გამორჩეული თანაგუნდელი- ბუდუ ზივზივაძის მიმართ უსამართლო მოპყრობა გააპროტესტეთ… ამით ყველაზე მთავარ გოლს გაიტანთ!..”,- წერდა პეტრე კოლხი.

ამავე პოსტის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად წერენ, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, დიმა ობოლაძის მისამართით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი და ცილისწამება აღმოჩნდა. ამასთან, აღშფოთებულჯ მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პოსტი მიუღებელია და პეტრე კოლხისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ, თუმცა, პეტრე კოლხი ამ დრომდე დუმს.

“კვირა” შეეცადა ყოფილ სასულიერო პირთან დაკავშირებას, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები