კაზრეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

   ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის ცენტრში დილიდან კომპანიების „RMG Gold“-ისა და „RMG Copper“-ის თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების კომპანიაში დაბრუნებას მოითხოვენ. აქციაში კომპანიებიდან გათავისუფლებული 180-მდე თანამშრომელი და ამ დრომდე დასაქმებული ადამიანი მონაწილეობს. დილიდან საწარმოების ფუნქციონირება ნაწილობრივ შეფერხებულია, ვინაიდან დილის ცვლაში მისულმა თანამშრომლებმა მუშაობაზე უარი განაცხადეს და აქციას შეურთდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ კომპანიის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ შესრულებს. ისინი ყოველ დღე აქციებით დააფიქსირებენ საკუთარ პროტესტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები