ავტომობილების მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60%-მდე,-ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა.რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები